Universidad Católica San Antonio de Murcia

Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრეინინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014 წლიდან მოყოლებული.

აღნიშნული პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.

Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის. 

ICM-ის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება GIPA-სა და ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო შეთანხმების ფარგლებში. 

Universidad Católica San Antonio de Murcia

Universidad Católica de Murcia (UCAM) - კერძო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს მურსიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში. იგი დაარსდა 1996 წელს, ხოსე ლუის მენდოზა პერეზის მიერ, და სტუდენტებს სთავაზობს 100-მდე საბაკალავრო და სამაგისტრო აკადემიურ პროგრამას.

GIPA-სა და Universidad Católica San Antonio de Murcia-ს შორის თანამშრომლობა ხორციელდება 2020 წლიდან „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);

თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;