University of Vigo

Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრეინინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014 წლიდან მოყოლებული.

აღნიშნული პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.

Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის. 

ICM-ის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება GIPA-სა და ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო შეთანხმების ფარგლებში. 

University of Vigo

ვიგოს უნივერსიტეტი არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც 1990 წელს დაარსდა და მდებარეობს ესპანეთში, გალიციაში, ქალაქ ვიგოში. Universidade de Vigo  ახალგაზრდა და დინამიური დაწესებულებაა, რომელიც გთავაზობთ სასწავლო პროგრამების ფართო სპექტრს სამ სპეციალიზირებულ და ინოვაციურ კამპუსში.

GIPA-სა და ვიგოს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება 2020 წლიდან „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);

თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;