Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრეინინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014 წლიდან მოყოლებული.
აღნიშნული პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.
Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
ICM-ის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება GIPA-სა და ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო შეთანხმების ფარგლებში.
University of Rome Tor Vergata
რომის უნივერსიტეტი Tor Vergata დაარსდა 1982 წელს და, შესაბამისად, შედარებით ახალგაზრდა უნივერსიტეტია. იგი შექმნილია ანგლოსაქსური კამპუსების მოდელზე: იგი გადაჭიმულია 600 ჰექტარზე და მასპინძლობს ისეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო ინსტიტუტებს, როგორიცაა კვლევების ეროვნული საბჭო - CNR და იტალიის კოსმოსური სააგენტო - ASI.
GIPA-სა და University of Rome Tor Vergata-ს შორის თანამშრომლობა ხორციელდება 2020 წლიდან „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;