Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრეინინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014 წლიდან მოყოლებული.
აღნიშნული პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.
Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
ICM-ის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება GIPA-სა და ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო შეთანხმების ფარგლებში.
Szent István University არის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნგრეთში. მისი შტაბი და მთავარი კამპუსი მდებარეობს დედაქალაქ ბუდაპეშტიდან დაახლოებით 30 კილომეტრის დაშორებით, ცენტრალურ უნგრეთის ქალაქ გოდილში. სხვა კამპუსები დაფუძნებულია ბუდაპეშტში, ბეკესბაბაში, გიულაში, იასბერენიასა და ძარვასში.
GIPA-სა და Szent István University-ს შორის თანამშრომლობა ხორციელდება 2020 წლიდან „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულება: გარემოსდაცვითი მენეჯმენტი;