Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრეინინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014 წლიდან მოყოლებული.
აღნიშნული პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.
Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
ICM-ის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება GIPA-სა და ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო შეთანხმების ფარგლებში.
BA School of Business and Finance
ბიზნესის და ფინანსების სკოლა ლატვიის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს სკოლაა. იგი დაარსდა 1992 წელს, როგორც ლატვიის ბანკის საბანკო კოლეჯი, და მიიღო აკრედიტაცია 1997 წელს. 2007 წელს ბიზნესის და ფინანსების BA სკოლამ 15 წლის იუბილე აღნიშნა. იგი მხარს უჭერს გაეროს ინიციატივას და იცავს განათლების პასუხისმგებლობიანი მართვის პრინციპებს.
ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2017 წლის ნოემბერში;
თანამშრომლობის მიმართულებები: ბიზნესი, ეკონომიკა;
გარდა ამისა, 2019 წლიდან GIPA-სა და რიგის ბიზნეს სკოლას შორის თანამშრომლობა ხორციელდება ასევე „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility): -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულებები: ბიზნესი, ეკონომიკა;