Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრეინინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014 წლიდან მოყოლებული.
აღნიშნული პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.
Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
ICM-ის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება GIPA-სა და ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო შეთანხმების ფარგლებში.
University of Salzburg
ზალცბურგის უნივერსიტეტი დაარსდა 1962 წელს. დღეს მას ჰყავს დაახლოებით 18,000 სტუდენტი და 2,800 თანამშრომელი; იგი ყველაზე დიდი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ზალცბურგის შტატში.
GIPA-სა და ზალცბურგის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება 2016 წლიდან „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულებები: პოლიტიკური მეცნიერებები და საჯარო მმართველობა;