Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრეინინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014 წლიდან მოყოლებული.
აღნიშნული პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.
Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
ICM-ის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება GIPA-სა და ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო შეთანხმების ფარგლებში.
University of Santiago de Compostela
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი დაარსდა 1495 წელს, და წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტს. რომელიც მუდმივად მუშაობს. ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, უნივერსიტეტს ჰყავს 2000-ზე მეტი პედაგოგი, რომლებიც ჩართულნი არიან სწავლასა და კვლევებში, 42000-ზე მეტი სტუდენტი და 1000-ზე ადმინისტრაციის თანამშრომელი. უფრო მეტიც, 2009 წელს უნივერსიტეტმა მიიღო განათლების სამინისტროს მიერ საერთაშორისო ბრწყინვალების კამპუსის აკრედიტაცია, რომელიც USC – ს ესპანეთის ერთ – ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტად აღიარებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის იანვარში. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
გარდა ამისა, 2019 წლიდან GIPA-სა და სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება ასევე „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility): -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;