Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრეინინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014 წლიდან მოყოლებული.
აღნიშნული პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.
Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
ICM-ის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება GIPA-სა და ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო შეთანხმების ფარგლებში.
University of Tartu
ტარტუს უნივერსიტეტი ესტონეთის კვლევისა და ტრენინგის წამყვანი ცენტრია. იგი იცავს ესტონელი ხალხის კულტურულ მემკვიდრეობას და უძღვება ქვეყნის რეპუტაციას კვლევებისა და უმაღლესი განათლების მიწოდებაში. UT ეკუთვნის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების პირველ 1.2% -ს.
GIPA-სა და ტარტუს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება 2018 წლიდან „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;