Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრეინინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014 წლიდან მოყოლებული.
აღნიშნული პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.
Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
ICM-ის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება GIPA-სა და ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო შეთანხმების ფარგლებში.
NLA საუნივერსიტეტო კოლეჯი არის აკრედიტებული კერძო საუნივერსიტეტო კოლეჯი, კამპუსებით ბერგენში, ოსლოსა და კრისტიანსანდში. კოლეჯში სწავლობს 2000-მდე მოსწავლე და დასაქმებულია 200 თანამშრომელი.
ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2018 წლის იანვარში.
გარდა ამისა, 2019 წლიდან GIPA-სა და აღნიშნულ საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის თანამშრომლობა ხორციელდება ასევე „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულებები: ჟურნალისტიკა;