Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრეინინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014 წლიდან მოყოლებული.
აღნიშნული პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.
Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
ICM-ის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება GIPA-სა და ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო შეთანხმების ფარგლებში.
Keuzegids Universiteiten 2020 მიხედვით, Radboud Unversity საუკეთესო ტრადიციული, ზოგადი უნივერსიტეტია ნიდერლანდებში. ორმა პროგრამამ მიიღო Top Program- ის სტატუსი, ცხრა პროგრამას Keuzegids Universiteiten 2020 მიიჩნევს საუკეთესოდ თავიანთ სფეროში. Keuzegids Masters 2019-მა ცხრა სამაგისტრო პროგრამა დააჯილდოვა Top Program– ის სტატუსით და მაქედან ექვსი საუკეთესოდ მიიჩნიეს.
GIPA-სა და Radboud University-ს შორის თანამშრომლობა ხორციელდება 2018 წლიდან „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;