Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრეინინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014 წლიდან მოყოლებული.
აღნიშნული პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.
Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
ICM-ის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება GIPA-სა და ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო შეთანხმების ფარგლებში.
Haaga-Helia- ს გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი ფინეთის ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს პოლიტექნიკაა. იგი არის გამოყენებითი მეცნიერების ღია უნივერსიტეტი, რომელიც ეკუთვნის ფონდს, რომელსაც მართავს ჰელსინკის ბიზნეს საზოგადოება.
GIPA-სა და Haaga-Helia University of Applied Sciences-ს შორის თანამშრომლობა ხორციელდება 2016 წლიდან „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულება: ჟურნალისტიკა;