სასტუმროს საქმის მენეჯმენტი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობილ სასერტიფიკატო პროგრამაზე - სასტუმროს საქმის მენეჯმენტი.

გთავაზობთ უნიკალურ პროფესიონალურ გარემოს და ინტენსიურ პროგრამას პრაქტიკოსი ლექტორებისაგან.

დაგეხმარებით, მიღებული ცოდნის საფუძველზე, დაიწყოთ თქვენი საკუთარი, ან განავითაროთ უკვე არსებული სასტუმროს ბიზნესი.

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც ჩამოყალიბებულია საკუთარ ინტერესებში.

1.სასტუმროს ფინანსების მენეჯმენტი - სასტუმროს ფინანსური მოდელის შემუშავება და ანალიზი.

ლექტორილევან გუდიაშვილი - ფინანსური დირექტორის მოადგილე, აჭარა ჯგუფი (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსი ყაზბეგი, რუმსი თბილისი, ფაბრიკა ჰოსტელი)

2.მარკეტინგის და ბრენდინგის საფუძვლები - მარკეტინგული ხედვის ჩამოყალიბება, მარკეტინგის ძირითადი ფუნქციების გაცნობა და მათი პრაქტიკაში გამოყენება. ბრენდის შექმნის და მართვის პროცესის გაცნობა.

ლექტორი: ნინო კუპრაშვილი - სტრატეგიული დაგეგმარების დირექტორი, ლივინგსტონი

3.ციფრული მარკეტინგი - ციფრული საკომუნიკაციო არხების ათვისება, რეკლამის განთავსება და მართვა. ციფრული კამპანიების შედეგების ანალიზი და ამ ანალიზის მიხედვით, შემდგომი კამპანიების დაგეგმვა. 

ლექტორი: ალექსანდრე კვეტენაძე - Market Product Owner, შპს "ავიატორი"

4.პრეზენტაციის ტექნიკა - ეფექტური კომუნიკაციის წარმართვისათვის საჭირო ძირითადი ტექნიკების გაცნობა. კარგი პრეზენტაციის დაგეგმვის, მომზადების და წარდგენის უნარ-ჩვევების გამომუშავება. 

ლექტორები: თამთა ცინცაძე - ჟურნალისტთა და ტელეწამყვანთა დახელოვნების ტრენერი, სტუდია მაესტრო; ალექსანდრე ციცქიშვილი - არტ დირექტორი

5.სტუმრის მიღება-განთავსების და დაჯავშნის საფუძვლები (Front Office Management) - სტუმრის რეგისტრაცია, დაჯავშნა და გაწერა. პრობლემური სიტუაციების მენეჯმენტი სასტუმროში.

6.დასუფთავების სამსახური (Housekeeping) - სასტუმროში დასუფთავების დეპარტამენტის სტრუქტურა და ფუნქციები. დასუფთავების სამსახურის ოპერაციული პროცესი.

ლექტორიოქსანა ხოდინ - დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ თბილისი 

7.ადამიანური რესურსების მართვა სასტუმროში - ძირითადი HR და Hospitality მიმართულებების შესახებ ცოდნის მიღება და პრაქტიკაში გამოყენების სტრატეგიების შემუშავება.

ლექტორინინო ბართაია - ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, აჭარა ჯგუფი (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსი ყაზბეგი, რუმსი თბილისი, ფაბრიკა ჰოსტელი)

8.გაყიდვები - გაყიდვების საფუძვლების შესწავლა, სასტუმრო ინდუსტრიაში მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით. 

ლექტორი: მარიამ სეხნიაშვილი - კორპორატიული გაყიდვების კოორდინატორი, "აჭარა ჯგუფი“

9.შესყიდვები - შესყიდვების განხორციელების და ლოჯისტიკური პროცესის მართვის პრინციპების გაცნობა.

ლექტორი: ქრისტინე პელიხ - ლოჯისტიკის დირექტორი, სამშენებლო კომპანია "ანაგი“

10.კვებისა და სასმელების მენეჯმენტი (Food and Beverage Management) - პროდუქტების შექმნა, ფასწარმოქმნა, დეპარტამენტის სტრუქტურის და სტრატედიის შემუსავება.

ლექტორი: ნათია ჩიკვილაძე - კვების და სასმელების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „აჭარა ჯგუფი“

11.ივენთ მენეჯმენტი (ტრენინგი) - დამკვეთის მოთხოვნის გაანალიზება, ღონისძიების დაგეგმვა, ბიუჯეტის და შეთავაზების გაკეთება, ღონისძიების საოპერაციო ნაწილის გაკონტროლება. 

ლექტორიელენე წიკლაური - კვების და სასმელების სერვის მენეჯერი, ფაბრიკა ჰოსტელი

12.დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის მენეჯმენტი (ტრენინგი) - დაცვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციფიკის, პერსონალური ინფორმაციის დაცვის და ჰიგიენური სტანდარტების მართვის პრინციპების გაცნობა; სტუმრის და თანამშრომლის უსაფრთხოება და მონიტორინგი. 

ლექტორი: მადონა მეგრელიშვილი - ოპერაციების დირექტორი, სასტუმრო "რამადა თბილისი"

13.ფინალური პროექტი - სალექციო პროცესის დასრულების შემდეგ, მიღებული ცოდნის საფუძველზე, მსმენელები მუშაობენ ფონალურ, ინდივიდუალურ პროექტზე. 

სწავლის ხანგრძლივობა: 5 თვე (სალექციო პროცესი). სწავლა დაიწყება 2019 წლის 14 ოქტომბერს.

ლექციები ჩატარდება კვირაში ოთხჯერ, სამუშაო დღეებში - საღამოს 19:00-დან 22:00-მდე; შაბათობით – დღის პირველ ან მეორე ნახევარში.

სწავლების ენა: ქართული

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 6 ოქტომბერი. 

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 8-11 ოქტომბერს ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი

სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).

პროგრამის ღირებულება2400 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად

I ეტაპი – 1800 ლარი – 2019 წლის 21 ოქტომბრამდე

II ეტაპი – 600 ლარი – 2019 წლის 18 ნოემბრამდე

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  • GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
  • ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

კორპორატიული ფასდაკლება

ერთ ორგანიზაციაში დასაქმებული პირები სარგებლობენ შემდეგი სახის ფასდაკლებებით:

  • ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
  • ოთხი თანამშრომელი – 15%
  • ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით.

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

გთხოვთ, გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სასტუმროს საქმის მენეჯერის სერტიფიკატი. სერტიფიკატი გაიცემა გრეიდების მიხედვით.

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:

  • თითოეულ საგანში მინიმალური, დადებითი შეფასების მიღება;
  • ფინალური, ინდივიდუალური პროექტის მომზადება და წარდგენა.

ნინო ქოჩიაშვილი

სასერტიფიკატო პროგრამების კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: მარი ბროსეს 2, მესამე სართული. 0108, თბილისი 
ელფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
მობ: +995 599 77 86 86

დაგვიკავშირდით

  • მარი ბროსეს 2, მესამე სართული. 0108, თბილისი
  • +995 599 77 86 86
  • n.kochiashvili@gipa.ge