საზოგადოებასთან ურთიერთობა

Become Professional PR Manager at GIPA

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობილ სასერტიფიკატო პროგრამაზე - საზოგადოებასთან ურთიერთობა.

გთავაზობთ უნიკალურ პროფესიონალურ გარემოს და ინტენსიურ პროგრამას პრაქტიკოსი ლექტორებისაგან.

პროგრამის შინაარსი:

1.სტრატეგიული კომუნიკაციის მენეჯმენტი 

  • სტრატეგია - კამპანიის დაგეგმვა, ბიუჯეტირება და შეფასება, შიდა კომუნიკაცია, კრიზისის მართვა, სოციალური მედია კონტენტის სტრატეგია, კომუნიკაციის პროცესი და ფსიქოლოგია - social change

2მარკეტინგის და ბრენდინგის საფუძვლები 

  • მარკეტინგული ხედვის ჩამოყალიბება
  • მარკეტინგის ძირითადი ფუნქციების გაცნობა და მათი პრაქტიკაში გამოყენება
  • ბრენდის შექმნის და მართვის პროცესის გაცნობა.

3.ამბის თხრობის ხელოვნება 

  • ამბის თხრობა თავდაჯერებულად
  • ამბის თხრობის ტექნიკები
  • რა არის და რა არ არის სთორითელინგი

4. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა 

  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ სისტემური წარმოდგენის ჩამოყალიბება
  • კომპანიის/ორგანიზაციის სტრატეგიის განსაზღვრისას სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის გაითვალისწინება და მისი ინტეგრირება სხვადასხვა აქტივობაში

5. ციფრული მარკეტინგი 

  • ციფრული მარკეტინგის არხები, რეკლამების პრნციპები, SEO-ს საფუძვლები

6.მედიასთან ურთიერთობა 

  • მედიასთან კომუნიკაციის მეთოდების გაცნობა
  • პრესკონფერენციის, ბრიფინგის და ინტერვიუს მომზადების ტექნიკების დაუფლება

7. პრეზენტაციის ტექნიკა 

  • ეფექტური კომუნიკაციის წარმართვისათვის საჭირო ძირითადი ტექნიკების გაცნობა
  • კარგი პრეზენტაციის დაგეგმვის, მომზადების და წარდგენის უნარ-ჩვევების გამომუშავება

8. პოლიტიკური და საარჩევნო პიარი 

  • პოლიტიკური და წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმვა
  • მესიჯ-ბოქსის ფორმირება
  • პერსონალური პოლიტიკური ბრენდინგი
  • ,,სხეულის ენა" პოლიტიკურ კომუნიკაციაში
  • ადვოკატირება და ლობიზმი საარჩევნო პიარში

9. ღონისძიებათა მართვა 

  • ღონისძიების დაინტერესებული მხარეები
  • ღონისძიების ბიუჯეტირება და შეთავაზება
  • ღონისძიების საოპერაციო მართვა

10.ფინალური პროექტი - სალექციო პროცესის დასრულების შემდეგ, მიღებული ცოდნის საფუძველზე, მსმენელები მუშაობენ ფინალურ, ინდივიდუალურ პროექტზე.

სწავლის ხანგრძლივობა: 4 თვე. 

ლექციები ჩატარდება კვირაში ოთხჯერ, სამუშაო დღეებში - საღამოს 19:00-დან 22:00-მდე; შაბათობით – დღის პირველ ან მეორე ნახევარში.

სწავლების ენა: ქართული

საკითხავი მასალა: ქართულ და ინგლისურ ენაზე

სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის (PRM) სერტიფიკატი. 

სერტიფიკატი გაიცემა მიღებული ქულების შესაბამისად და განსხვავდება მონაწილის მიღწევების გათვალისწინებით.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: 

  • თითოეულ საგანში მინიმალური, დადებითი შეფასების მიღება;
  • ფინალური, ინდივიდუალური პროექტის მომზადება და წარდგენა.

თინათინ სტამბოლიშვილი - მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სადაზღვეო კომპანია „GPI ჰოლდინგი“.

ნინო კუპრაშვილი - მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ,,ზედაზენი".

ალექსანდრე გაბუნია - სტუდია Cinemani Films დამფუძნებელი, დოკუმენტალისტი

ნინო დანელია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

თამთა ცინცაძე - ჟურნალისტთა და ტელეწამყვანთა დახელოვნების ტრენერი, სტუდია მაესტრო; ალექსანდრე ციცქიშვილი - არტ დირექტორი

თამარ ქაფიანიძე - საჯარო და კერძო ორგანიზაციების კომუნიკაციების მენეჯერი

მაკა ყუბუსიძე - აღმასრულებელი დირექტორი, კომპანია „Georgian Events“

ბუბა ცირეკიძე -  პროგრამების ხელმძღვანელი, კომპანია "HEKS EPER Caucasus"

გიორგი კენჭუაშვილი -  დამფუძნებელი, კომპანია "Maverik"

პროგრამის ღირებულება2300 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად

I ეტაპი – 1700 ლარი (სწავლის დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში)

II ეტაპი – 600 ლარი (სწავლის დაწყების მეორე თვეს)

ფასდაკლების სისტემა

პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს. 

ინდივიდუალური ფასდაკლება:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.

გადახდა:

გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.

საბანკო რეკვიზიტები:

  • სს „ თიბისი ბანკი“
  • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
  • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2024 წლის 9 მარტი.

გასაუბრება ჩატარდება მიმღებ კომისიასთან 9 მარტის შემდეგ. შერჩეულ კანდიდატებს შევეხმიანებით ელ-ფოსტის მისამართზე ან მობილური ნომრის საშუალებით. 

სწავლა დაიწყება 18 მარტის კვირაში. 

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი

*სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).

გიორგი შუბლაძე

კოორდინატორი


ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108

ელ-ფოსტა: g.shubladze@gipa.ge 
მობ: +995 595 599 655