• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • საშობაო ბაზრობა 2018

    12 დეკემბერი, 2018

    23 დეკემბერს, 14:00 საათზე, Krab's Burger • კრაბს ბურგერი-ში GIPA-ს ყოველწლიური საშობაო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

    ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება GIPA-ს სტუდენტების ხელნაკეთი ნივთები. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას. GIPA-ს სტუდენტები დაეხმარებიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

    ღონისძიებას დაეწრებიან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. 
    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მსგავსი სახის ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება.

    გამოფენა-გაყიდვა დაიწყება 14:00 საათზე და გაგრძელდება 17:00 საათამდე!

    #GIPAChristmasFair2018