გაცვლითი პროგრამა ჰამბურგის უნივერსიტეტში

22 ნოემბერი, 2018

გაცვლითი პროგრამა ჰამბურგის უნივერსიტეტში

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ჰამბურგის უნივერსიტეტთან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 4  სტუდენტის შესარჩევად.

 

ჰამბურგის უნივერსიტეტი ჩრდილოეთ გერმანიის ყველაზე დიდი უნივერსიტეტია, რომელშიც სხვადასხვა დროს სწავლობდა და მოღვაწეობდა ნობელის პრემიის 6 ლაურეატი.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ GIPA-ს მაგისტრატურის სტუდენტებს.

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გაცვლაში მონაწილეობის მიღების მსურველ მაგისტრატურის სტუდენტს დასრულებეული უნდა ჰქონდეს სწავლის ერთი სემესტრი;

 

კრედიტების აღიარება: ჰამბურგის უნივერსიტეტში აღებული კრედიტების აღიარება მოხდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის შესაბამისი სასწავლო პროგრამის ფარგლებში.


გერმანიაში სწავლის ხანგრძლივობა
ერთი სემესტრი (2019 წლის გაზაფხულის სემესტრი: 1 აპრილი - 30 ივლისი, 2019)

სასწავლო განრიგის, საგნების ჩამონათვალის,ჰამბურგში ცხოვრების და ბინის დაქირავების საფასურთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მიმაგრებულ ფაილში: Fact Sheet

 

სწავლის საფასური:

ჰამბურგის უნივერსიტეტთან გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში, GIPA-ს სტუდენტებს არ მოუწევთ ჰამბურგში სწავლის საფასურის გადახდა. თუმცაღა, შერჩეულმა სტუდენტებმა უნდა დაფარონ GIPA-ში  მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური.

შენიშვნა: შერჩეულმა სტუდენტებმა თავად უნდა დაფარონ საერთაშორისო მგზავრობის, ბინის, სავიზო მოსაკრებლისა, დღიური  და დაზღვევის ხარჯები!

გარდა ამისა, სტუდენტებმა უნდა დაფარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ბიბლიოთეკით სარგებლობის    საფასური, ე.წ. „semester fee”, რომელსაც ჰამბურგის უნივერსიტეტში იხდის ყველა სტუდენტი (როგორც გერმანელი, ისე საერთაშორისო) და რომლის ღირებულებაც  შეადგენს 263 ევროს.



საკონკურსო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერით დამოწმებული);
  • ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ (GPA);

დაინტერესებულმა სტუდენტებმა / 29 ნოემბრის 17 საათამდე უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (ერთიან PDF ფორმატში)   შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.bakradze@gipa.ge

სტუდენტთა შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება;
  • გასაუბრება აპლიკანტთან ინგლისურ ენაზე

 

შერჩევის კრიტერიუმები: 4 საუკეთესო აპლიკანტი გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • მაღალი GPA
  • ინგლისურ ენის ცოდნის მაღალი დონე
  • დახასიათება/რეკომენდაცია
  • აპლიკანტის მოტივირება

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით  ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან მითითებულ ნომერზე: 577 57 75 11

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!