TCC GRADUATION 2018

11 ნოემბერი, 2018

10 ნოემბერს, „Republic”-ში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების, რიგით მეცამეტე ცერემონია გაიმართა.

წელს GIPA-ს ტრენინგების ცენტრი 278 სტუდენტმა დაამთავრა.

ტრადიციულად, ცერემონიაზე ცენტრის 2017-18 სასწავლო წლის საუკეთესო ლექტორები და სტუდენტები სპონსორების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

საუკეთესო ლექტორები გახდნენ:

  • თინათინ სტამბოლიშვილი - სადაზღვეო კომპანიის „GPI ჰოლდინგი“ მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. GIPA-ს პროფესორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სასერტიფიკატო პროგრამის ლექტორი
  • გიორგი თურქია - GIPA-ს სრული პროფესორი და ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი. ზოგადი მენეჯმენტის, ბიზნესის მენეჯმენტის, ფინანსების, მარკეტინგის და სასტუმროს საქმის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამების ლექტორი
  • ეკა ყიფიანი - საკომუნიკაციო სააგენტოს „JWT მეტრო“ კრეატიული დირექტორი. რეკლამის სასერტიფიკატო პროგრამის ლექტორი.

თითოეულ მათგანს გადაეცა:

სასტუმროსაგან „ამბასადორი კაჭრეთი“- ორ კაციანი ვაუჩერი, კომპანიისაგან "SARAJISHVILI" ღვინის ბრენდი, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელისაგან „ლუტეცია“ - სუნამო, სასტუმროსაგან „რედისონ ბლუ ივერია, თბილისი“ სპა ცენტრის ვაუჩერი.

საუკეთესო სტუდენტები გახდნენ:

  • ანა პეტრიაშვილი და თამთა ახალაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის სასერტიფიკატო პროგრამა
  • ირინა ქვათაძე - სასტუმროს საქმის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა
  • თამარ ქუფარაშვილი - ზოგადი მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა.

თითოეულ მათგანს გადაეცა:

ტურისტული კომპანიისაგან „Go Tour“-ი 2 კაციან საგზური ბაქოში, სპორტული მაღაზიისაგან „Twintip“-ი  200 ლარიანი ვაუჩერი

კომპანიისაგან "SARAJISHVILI" ღვინის ბრენდი, კავეას კინოთეატრების ქსელის 3 თვიანი ვაუჩერი 2 ადამიანზე, MORIARTY-საგან 100 ლარიანი ვაუჩერი, ფიტნეს ცენტრისაგან „წრე“ 1 თვიანი ულიმიტო ვაუჩერი, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელისაგან „ლუტეცია“ - სუნამო.

ივენთის წამყვანი იყო ელენე კალანდძე

მუსიკალური გაფორმება: Digital Groove Affair, კლუბის „KHIDI” რეზიდენტები

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს: რუსთავი 2, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ თბილისი, REPUBLIC, სასტუმრო „Ambasadori Kachreti Golf Resort”, ტურისტული კომპანია „Go Tour“, SARAJISHVILI, Assorti, სასმელების სადისტრიბუციო კომპანია “GAGRA PLUS”, სპორტული მაღაზია „Twintip”, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, “Moriarty”, ფიტნეს ცენტრი “წრე“.

GIPA-ს ტრენინგების ცენტრი 2005 წელს დაარსდა. ცენტრი მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულების მოკლევადიან, პროფესიულ სასერტიფიკატო პროგრამებს სთავაზობს. ასევე, კონსულტაციებს უწევს და ტრენინგებს უგეგმავს საჯარო და კერძო ორგანიზაციებს. ცენტრს 5500-ზე მეტი კურსდამთავრებული და 70-მდე ტრენერი ჰყავს.