• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიები კალიარის უნივერსიტეტში

    19 ნოემბერი, 2018

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად კალიარის უნივერსიტეტში.

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ GIPA-ს მაგისტრატურის სტუდენტებს. კონკურსის შედეგად შეირჩევა 4 საუკეთესო სტუდენტი.

    შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გაცვლაში მონაწილეობის მიღების მსურველ მაგისტრატურის  სტუდენტს დასრულებეული უნდა ჰქონდეს სწავლის ერთი სემესტრი;

    ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია მიმაგრებულ ფაილში

    სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

    -ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე, GPA-ის მითითებით)
    -სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
    -ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერით დამოწმებული)

    დაინტერესებულმა სტუდენტებმა / 28 ნოემბრის 17 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (ერთიან PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.bakradze@gipa.ge

    სტუდენტთა შესარჩევი პროცესი:

    • დოკუმენტაციის შემოწმება;
    • გასაუბრება აპლიკანტებთან ინგლისურ ენაზე;

    შერჩევის კრიტერიუმები: 4 საუკეთესო აპლიკანტი გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

    • მაღალი GPA
    • ინგლისურ ენის ცოდნის მაღალი დონე
    • დახასიათება/რეკომენდაცია
    • აპლიკანტის მოტივირება

    სტიპენდიის ხანგრძლივობა
    ერთი სემესტრი (2018/2019 წლის გაზაფხულის სემესტრი: 2019 წლის თებერვალი - ივნისი)

    სტიპენდია მოიცავს: 
    ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება € 530,00 ევრო.

    შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

    დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge

    არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

    მიმაგრებული ფაილი: Summer Semester Offer