2014 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ფრონტლაინ კლუბში, ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართა. გამოფენაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც ბაზრობაზე საკუთარი ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს.
ღონისძიებას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხა ნიკა ნატროშვილის დახმარების ფონდში. ღონისძიება მომღერალმა მებო ნუცუბიძემ დაასრულა.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი მსგავსი სახის ღონისძიებებს მომავალშიც გეგმავს.