14 ნოემბერს, 16:00-ზე პორტუგალიელი ენისა და მეტყველების თერაპევტი, ჟოაო კანოსა დიასი, მწერალი, ალექს ჩიღვინაძე და ილუსტრატორი, ანა ჯანელიძე გაუზიარებენ მსმენელს თავის მოსაზრებებსა და პერსპექტივებს საბავშვო ლიტერატურისა და წიგნიერების სამყაროს შესახებ. ენისა და კომუნიკაციის სამყაროში ჩართულებს, ექნებათ არაფორმალური საუბარი წიგნებზე და იმაზე, თუ როგორ გავამდიდროთ ბავშვების განვითარება წიგნების გამოყენებით.
მსურველთათვის დასწრება თავისუფალია.
შეხვედრა ტარდება ERASMUS + პროექტის ABC – Assisting Better Communication ფარგლებში.
14 ნოემბერი, 16:00 სთ
GIPA, ფრონტლაინი
ლ. ასათიანის 64