21 დეკემბერს, ჯიპას ფრონტლაინ კაფეში, ნორჩ მენეჯერთა სასერტიფიკატო პროგრამის პირველი შეხვედრა გაიმართა. ლექციის თემა იყო „ბიზნესის ფილოსოფია: "დღევანდელი კვერცხი ჯობია თუ ხვალინდელი ქათამი“, რომელიც ჩაატარა ჯიპას ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი თურქიამ.
აღნიშნული პროგრამა არის ინოვაციური, რადგან შექმნილია IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის. პროგრამის მიზანია, სპეციალურად ადაპტირებული, სახალისო სალექციო მასალების საშუალებით, შეასწავლოს მსემენელებს ბიზნესის ძირითადი პრინციპები და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება კარიერის დაგეგმვის პროცესში. სალექციო პროგრამას კითხულობენ ჯიპას წამყვანი ლექტორები და მოწვეული მენეჯერები.
მასტერკლასი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრეებმა, ლექტორთან ერთად, ისაუბრეს და იმსჯელეს სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე.