გაცვლითი პროგრამა ბულგარეთის ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტში
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ბულგარეთის ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტთან (სოფია) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2 საუკეთესო სტუდენტის შესარჩევად.
ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტი (UNWE) 1920 წელს დაარსდა და მასში სწავლობს 22 000 სტუდენტი. UNWE ბიზნესის და ეკონომიკის სფეროში ბულგარეთის მასშტაბით ერთ ერთი უმსხვილესი და წამყვანი უნივერსიტეტია.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.
შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გაცვლაში მონაწილეობის მიღების მსურველ ბაკალავრიატის სტუდენტს დასრულებეული უნდა ჰქონდეს სწავლის ერთი წელი, ხოლო მაგისტრატურის სტუდენტს ერთი სემესტრი;
კრედიტების აღიარება: UNWE-ში აღებული კრედიტების აღიარება მოხდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის შესაბამისი სასწავლო პროგრამის ფარგლებში.
ბულგარეთში სწავლის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2019 წლის გაზაფხულის სემესტრი: 11 თებერვალი - 16 ივნისი, 2019)
სასწავლო განრიგის, საგნების ჩამონათვალის, სოფიაში ცხოვრების და ბინის დაქირავების საფასურთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:
- https://www.unwe.bg/mobility/en/pages/10639/courses-taught-in-english.html
- https://www.unwe.bg/mobility/en/pages/10746/accommodation.html
სწავლის საფასური:
UNWE-სთან გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში, GIPA-ს სტუდენტებს არ მოუწევთ სოფიაში სწავლის საფასურის გადახდა. თუმცაღა, შერჩეულმა სტუდენტებმა უნდა დაფარონ GIPA-ში მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური.
შენიშვნა: შერჩეულმა სტუდენტებმა თავად უნდა დაფარონ საერთაშორისო მგზავრობის, ბინის, სავიზო მოსაკრებლისა, დღიური და დაზღვევის ხარჯები!
საკონკურსო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
-
სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
-
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერით დამოწმებული);
-
ნიშნების ფურცელი;
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 1 ნოემბრის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.bakradze@gipa.ge
სტუდენტთა შესარჩევი პროცესი:
-
დოკუმენტაციის შემოწმება;
-
გასაუბრება აპლიკანტთან ინგლისურ ენაზე
შერჩევის კრიტერიუმები: 2 საუკეთესო აპლიკანტი გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
-
მაღალი GPA
-
ინგლისურ ენის ცოდნის მაღალი დონე
-
დახასიათება/რეკომენდაცია
-
აპლიკანტის მოტივაცია
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან მითითებულ ნომერზე: 577 57 75 11
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!