• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • Erasmus+: პროგრამის სტიპენდიები Radboud-ის უნივერსიტეტში

    17 ოქტომბერი, 2018

    ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიები Radboud-ის უნივერსიტეტში (ნიდერლანდების სამეფო)

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად Radboud-ის უნივერსიტეტში.

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ GIPA-ს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს. კონკურსის შედეგად შეირჩევა 2 საუკეთესო სტუდენტი (1 ბაკალავრი და 1 მაგისტრანტი)

    შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გაცვლაში მონაწილეობის მიღების მსურველ ბაკალავრიატის სტუდენტს დასრულებეული უნდა ჰქონდეს სწავლის ერთი წელი, ხოლო მაგისტრატურის სტუდენტს ერთი სემესტრი;

    ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვითhttp://www.ru.nl/exchangecourses

    სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

    - ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე, GPA-ის მითითებით)
    - სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
    - ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერით დამოწმებული)

    დაინტერესებულმა სტუდენტებმა / 28 ოქტომბრის 15 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.bakradze@gipa.ge

    სტუდენტთა შესარჩევი პროცესი:

    • დოკუმენტაციის შემოწმება;
    • გასაუბრება აპლიკანტებთან ინგლისურ ენაზე;

    შერჩევის კრიტერიუმები: 2 საუკეთესო აპლიკანტი გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

    • მაღალი GPA
    • ინგლისურ ენის ცოდნის მაღალი დონე
    • დახასიათება/რეკომენდაცია
    • აპლიკანტის მოტივირება

    სტიპენდიის ხანგრძლივობა
    ერთი სემესტრი (2018/2019 წლის გაზაფხულის სემესტრი: 4 თებერვალი - 12 ივლისი, 2019)

    სტიპენდია მოიცავს: 
    ყოველთვიური სტიპენდია 750 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

    შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

    დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge

    არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!