ერთდღიანი მასტერკლასი ერთიანი ჯანმრთელობის შესახებ

25 დეკემბერი, 2014

2014 წლის 24 დეკემბერს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის და კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ერთიანი ჯანმრთელობის მოდგომის შესახებ მასტერკლასი გაიმართა.

მასტერკლასი გახსნეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორმა მაკა იოსელიანმა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

მასტერკლასს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა, უძღვებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი - ლალი მაძღარაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენელი საქართველოში, ერთიანი ჯანმრთელობის ჯგუფის ხელმძღვანელი - კენდრა სტაფერი.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნანა ქაშაკაშვილმა დამსწრეებს მასტერკლასში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი მზადაა მომავალშიც აქტიურად იმუშაოს ერთიანი ჯანმრთელობის მიმართულებით და დაინტერესბულ მხარეებს შესთავაზოს სხვდასხვა სახის საგამნათლებლო პროდუქტი.

 

 


Created with flickr slideshow.