GIPA საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრების ციკლს იწყებს
მოგეხსენებათ, GIPA ყოველთვის ჩართულია საზოგადოებისათვის საინტერესო, აქტუალური, პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების განხილვაში. ის ყოველთვის წარმოადგენდა განსხვავებული მოსაზრებებისა და შეხედულებების გაზიარებისა და მსჯელობის პლატფორმას.
სწორედ ამიტომ, სტუდენტების ინიციატივით, 15 ოქტომბრიდან, GIPA-ში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრები გაიმართება. არსებული 25 კანდიდატიდან, სტუდენტებმა მათთვის საინტერესო 5 კანდიდატი შეარჩიეს. შეხვედრების ფორმატი ითვალისწინებს სტუმრების საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციასა და კითხვა-პასუხის რეჟიმს.
შეხვედრების განრიგი:
- დავით უსუფაშვილი („შენების მოძრაობა“) – 15 ოქტომბერი, 19 საათი
- ზურაბ ჯაფარიძე (პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“) – 18 ოქტომბერი, 19 საათი
- დავით ბაქრაძე (პ/გ „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის) – 22 ოქტომბერი, 11 საათი
- სალომე ზურაბიშვილი (პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი) – 23 ოქტომბერი, 19 საათი
სტუდენტური გამოკითხვების შედეგად გამოვლენილ ერთ-ერთ კანდიდატთან, გრიგოლ ვაშაძესთან (გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშია“) ამ ეტაპზე, დროის უქონლობის გამო, შეხვედრასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ვერ შედგა.