• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA Portfolio Review 2018

    05 ოქტომბერი, 2018

    30 სექტემბერს, "სტამბა"-ში, საქართველოში უკვე მესამედ, GIPA-ს ორგანიზებით, კრეატიული სამყაროსთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება, PORTFOLIO REVIEW ჩატარდა. Portfolio Review-ს ფარგლებში, სარეკლამო ინდუსტრიით და ვიზუალური კომუნიკაციით დაინტერესებულ ახალგაზრდებს (ასაკი: 18-28), საშუალება ჰქონდათ, საკუთარი პორტფოლიოები პროფესიონალების გუნდისთვის წარედგინათ და მათგან კონსტრუქციული შეფასება მიეღოთ. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება იყო სრულიად უფასო.

    ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 72-მა სტუდენტმა, რომელთაგანაც 50 სტუდენტი GIPA-ს წარმოადგენდა, ხოლო დანარჩენი 22 - სხვადასხვა უნივერსიტეტების (სამხატვრო აკადემია; თსუ; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; სანდიეგოს უნივერსიტეტი; ილიაუნი; თავისუფალი უნივერსიტეტი; საქართველოს უნივერსიტეტი).

    2018 წლის საუკეთესო პორტფოლიოს ავტორი GIPA-სგან დაჯილდოვდა საერთაშორისო ფესტივალ, GOLDEN DRUM-ზე დასწრების სრული პაკეტით, თუმცა რევიუერების რჩევით და გამარჯვებულის ინტერესების გათვალისწინებით, ლევან ზაზარაშვილი გაემგზავრება "US by night - design & creativity festival"-ზე, ანტვერპენში.

    ღონისძიებაზე, ტრადიციულად GIPA-ს აუდიოვიზუალური და მედია-ხელოვნების სტუდენტებმა წლის საუკეთესო ლექტორები გამოავლინეს. 

    რევიუერთა გუნდი:

    • კრეატივ დირექტორი - გიორგი პოპიაშვილი;
    • დიზაინ დირექტორი - ნიკა კუმბარი;
    • MORE Studio-ს დამფუძნებლები და დიზაინერები - რუსლან ბერიძე და ზაზა მესროპოვი;
    • არტ დირექტორი - ბესო ყაველაშვილი;
    • WINDFOR’s კრეატივ დირექტორები - ნინო გორდელაძე და ბექა მეფარიშვილი;
    • მარკეტინგ კონსულტანტი - ნათია გოგიას;
    • JWT Metro სენიორ არტ დირექტორი - სანდრო ციცქიშვილი;
    • საქართველოს ბანკის კრეატივ დირექტორი - ნიკა გუჯეჯიანი;

    წლის პორტფოლიო:

    ლევან ზაზარაშვილი

    სამუშაო ადგილი: Motion Graphic Designer საქართველოს ბანკი

    ინტერესები: Motion Graphics & Graphic Designer, Brand Identity, Packaging, Video Graphics;

    Behance

    Dribbble

    Vimeo

    აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის წლის საუკეთესო სტუდენტური პორტფოლიოს ჯილდო და სტიპენდია გადაეცათ:

    • მარი კახურიშვილი - მედია ხელოვნება IV კურსი
    • რატი აბაზაძე - აუდიო-ვიზუალური ხელოვნება IV კურსი
    • ნინო ყაველაშვილი - მედია ხელოვნება III კურსი
    • ალექსანდრე ბაევი - აუდიო-ვიზუალური ხელოვნება III კურსი
    • სალომე ცაბუტაშვილი - მედია ხელოვნება II კურსი
    • გიორგი ლეჟავა - აუდიო-ვიზუალური ხელოვნება II კურსი

    სტუდენტები დაასაჩუქრა ღვინის კომპანიამ „ბესინი“ პრემიალური კლასის მრავალი ჯილდოს მფლობელი თეთრი და წითელი ღვინით.

    წლის ლექტორები:

    • დიანა მაღლაკელიძე - ვიზუალური ხელოვნების ისტორიის ლექტორი,GIPA-სპროფესორი;
    • კახა კახაძე - დიზაინი/აიდენტიკა;
    • ბესო კაჭარავა - ხმის დიზაინი;
    • ნინო ორჯონიკიძე - ექსპერიმენტული ფილმი;
    • ანდრო ბორცვაძე - ციფრული მარკეტინგი;
    • თამარ მშვენიერაძე - სატელევიზიო პროდუსირება და ფორმატები;
    • ლევან ბახია - არტ დაირექშენი;

    წლის საუკეთესო ლექტორები დაასაჩუქრეს  კომპანიამ "სარაჯიშვილი", საუკეთესო კონიაკით და ჟურნალმა „ინდიგო“ ჟურნალებითა და 3 თვიანი გამოწერით.

    პროექტის ორგანიზატორი: GIPA

    პროექტის მასპინძელი: "სტამბა"

    მუსიკალური პროეტი: GIPA-ს სტუდენტები - PURITAN & ANDRO

    ვიზუალური პროექტი: მედია ხელოვნების კურსდამთავრებულები ლიზა და ირიშკა, ახალგაზრდა არტისტი ანკა ბოჭორიშვილი.

    საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიო GIPA, მარკეტერი და ჟურნალი "ინდიგო";

    საჩუქრები: GIPA-ს ტრენინგების ცენტრი, ღვინის კომპანია „ბესინი “,  "სარაჯიშვილი" და ჟურნალი "ინდიგო";

    პორტფოლიოები შეგიძლიათ იხილოთ: Art-Factory