კვირას 28 დეკემბერს, GIPA-ს ფრონტლაინ კლუბში, ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტები, რომლებიც გამოფენაზე საკუთარ ხელნაკეთ ნივთებს წარმოადგენენ.
გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა ნიკა ნატროშვილის დახმარების ფონდში სრულად გადაირიცხება. ღონისძიებას მომღერალი მებო ნუცუბიძე დაასრულებს. საღამოს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტში მსგავსი სახის ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება.