2014 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ფრონტლაინ კლუბში, სტუდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტები, ასევე ლექტორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. საჯარო ლექციის მთავარი თემა იყო ”საქართველოს ეკონომიკა დღეს და მისი გამოწვევები”.
სემინარის მიზანს წარმოადგენდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორიც არის მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები და ეკონომიკის განვითარების სხვადასვხა თანამედროვე მოდელები. სტუდენტები მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ ლექციის მსვლელობაში. შემდეგ კიშეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.