აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს საელჩოს აზერბაიჯანში ფინანსური მხარდაჭერით GIPA ავითარებს ონლაინ სწავლების პლატფორმას (http://elearning.gipa.ge/ ინგლისურ და რუსულ ენებზე უცხოელი ჟურნალისტებისთვის. პროექტის მიზანია, ობიექტური და პროფესიონალი ჟურნალისტების რიცხობრივი ზრდა აზერბაიჯანსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.
პლატფორმა საშუალებას აძლევს დამწყებ და გარკვეული გამოცდილების მქონე ჟურნალისტებს განავითარონ და აიმაღლონ პროფესიული უნარ-ჩვევები.
ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, სადაც რუსული მედიის გავლენა დომინირებს, ადგილობრივი მედია მთავრობის პროპაგანდის გამავრცელებლის ფუნქციას ითავსებს.
ამგვარად, დამოუკიდებელი მედიის არსებობა გამოწვევაა, რომელიც ახალი მიდგომების ძიებას მოითხოვს. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ შემუშავებული მოდელის მიზანია გავლენა მოახდინოს რეგიონულ მედიაზე პროფესიონალთა გადამზადებით.
პროგრამა დაიწყო 2017 წელს ინგლისურენოვანი ონლაინ პლატფომის შემუშავებით, რომელიც ცხრა კურსისგან შედგება. უკვე განახორციელდა შემდეგი კურსები :
გაძლიერებული საერთაშორისო ჟურნალისტიკა, მედია ეთიკა და სამართალი, ფოტოჟურნალისტიკა, ბიზნესის გაშუქება.
კურსის დაგეგმილია შემდეგი ქვეყნების სპეციფიკური მედია პრობლემების მიხედვით: ბელარუსი, უკრაინა, ყირგიზეთი, ყაზახეთი, სომხეთი, თურქმენეთი, საქართველო და რუსეთის რამდენიმე რეგიონი.
ყველა კურსი მომზადებული და განხორციელებულია GIPA-ს ჟურნალისტიკის სკოლის აკადემიური საბჭოს მიერ, დაფუძვნებული მათ მრავალწლიან მედია აკადემიურ გამოცდილებაზე.
ამრიგად, უფრო მეტი ჟურნალისტი,აღჭურვილი საერთაშორისო მედია სტანდარტებით, შეძლებს ებრძოლოს ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და პროპაგანდას.