18 სექტემბერს, კახეთში, სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორში“ გაიმართა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სასერტიფიკატო პროგრამის „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ დაჯილდოვების ცერემონიალი.
აღნიშნული სასერტიფიკატო პროგრამა დაფინანსებულია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ და მიზნად ისახავს ფეხბურთის სფეროში მომუშავე ადამიანების გადამზადებას ფეხბურთის მენეჯმენტში. პროგრამა ერთობლივად ხორციელდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და GIPA-ს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის მიერ.
მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა, მაკა იოსელიანმა. სერტიფიკატებით დაჯილდოების შემდეგ გაიამართა ამხანაგური მატჩი პროგრამაში ჩართულ მონაწილეებსა და ლექტორებს შორის.