• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • შეხვედრა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან GIPA-ში!

    16 დეკემბერი, 2014

     

    2014 წლის 15 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში გაიმართა შეხვედრა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იუვალ ფუქსთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტები, ასევე ლექტორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

    ისრაელის ელჩმა ისაუბრა საქართველო-ისრაელის დიპლომატიურ, კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ასევე შეეხო საჯარო დიპლომატიის ასპექტებს. ელჩმა ქართველ სტუდენტებს წარუდგინა თელავივის უნივერსიტეტის სტუდენტები. ლექციის მსვლელობაში სტუდენტები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები. ელჩმა გასცა პასუხი ქართველი სტუდენტების შეკითხვებს ისრაელში სწავლებასთან დაკავშირებით და სავარაუდო ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა.