სამეთვალყურეო ჯგუფის რიგით 32-ე შეხვედრა
როგორც შეხვედრაზე დები რეინოლდსმა აღნიშნა, სამეთვალყურეო ჯგუფის 32-ე შეხვედრა ისტორიულია ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნულ პროგრამაში მონაწილე ყველა მხარისათვის. მისივე თქმით, დაინტერესებულ მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ვეტერინარული სერვისების განვითარებისათვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია.
2018 წლის 19 სექტემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის (NAHP) სამეთვალყურეო ჯგუფის რიგით 32-ე შეხვედრა. შეხვედრას დაესწრნენ ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი მონიკ ელუა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
აშშ სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტმა ხელი შეუწყო საქართველოში კერძო ვეტერინარული სექტორის განვითარებას. ამ მიმართულებით დაარსდა 7 რეგიონული ვეტერინარული ასოციაცია, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა ვეტერინარული რეგიონული ასოციაციების პლატფორმა ცხოველთა ჯანმრთელობისთვის საქართველოში, მისი საქმიანობა ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული პლატფორმის თავმჯდომარე ზაქარია გინტური და კოორდინატორი ქეთევან რუხაძე 32-ე სამეთვალყურეო ჯგუფის შეხვედრაზე ერთხმად აირჩიეს ჯგუფის წევრებად.
"მნიშვნელოვანი ფაქტი და მიღწევაა, რომ კერძო ვეტერინარული სექტორის წარმომადგენლები შეუერთდნენ სამეთვალყურეო ჯგუფს. კერძო სექტორი ძირეულია ვეტერინარული მომსახურების განვითარებისათვის. მჯერა, რომ ისინი ახალ ხედვებს შემატებენ სამეთვალყურეო ჯგუფს. ასევე, აღნიშნული ფაქტი განაპირობებს აშშ სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ინვესტიციის მგრადობას, რადგანაც პროექტი სრულდება 2019 წლის მარტში”, - განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ნანა ქაშაკაშვილმა.
შეხვედრის თავმჯდომარემ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზურაბ ჩეკურაშვილი მადლობა გადაუხადა სამეთვალყურეო ჯგუფის წევრებს გაწეული საქმიანობისათვის. მან ხაზი გაუსვა კოლორადოს სახელმწიფო უნვერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წვლილს ჯგუფის მრავალწლიან წარმატებით ფუნქციონირებაში.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნულ პროგრამას, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან (CSU) პარტნიორობით, 2009 წლიდან წარმატებით ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი.