სოციალური პროექტი ''გადაARTმუშავე''

02 ივლისი

1 ივლისს, ლისის ტბაზე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებათა მართვის სასერტიფიკატო პროგრამის სტუდენტების ორგანიზებით სოციალური პროექტი „გადაARTმუშავე“ განხორციელდა.

პროექტის მიზანი მოზარდების გარემოსდაცვით პრობლემებზე ინფორმირება და მათთვის ამ პრობლემების ინდივიდუალურ დონეზე გადაჭრის კრეატიული ხერხების გაცნობა იყო.

პროექტის ფარგლებში, 25-მდე მოზარდს (7-11 წელი) 1 დღიანი ვორქშოფი ჩაუტარდა.

ვორქშოფის თეორიულ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა გარემოს ნარჩენებით დაბინძურებით გამოწვეული პრობლემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, სალომე სულაბერიძე (CENN) და ნათია სარალიძე (სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“) გაუძღვნენ. პრაქტიკული ნაწილი კი, სადაც მონაწილეებმა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან სხვადასხვა ნივთის დამზადება ისწავლეს, ბიო-ფერმერმა და ეკო-არტისტმა, ინგა ბაშიროვმა ჩაატარა.

ვორქშოფის ბოლოს, ყველა მონაწილეს გადაეცა მეორადი ქაღალდისაგან დამზადებული ეკო-სერტიფიკატი, მუყაოსაგან დამზადებული ფანქრებისა და კალმების ჩასადები და საბავშვო წიგნი.

პროექტის იდეის ავტორი - ანა პეტრიაშვილი; GIPA-ს ტრენინგების ცენტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებათა მართვის სასერტიფიკატო პროგრამის სტუდენტი.

პროექტის ვიზუალური კონცეფციის ავტორი - ლუკა ივანიძე( Luka Ivanidze )GIPA-ს ტრენინგების ცენტრის, რეკლამის და გრაფიკული დიზაინის სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებული

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ პროექტის მხარდამჭერებს: CENN, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, Lisi Lake, Assorti, Wendy's Georgia, მწვანე საჩუქარი, გამომცემლობა პალიტრა L, ნაბეღლავი, თოლია, Georgian Events, Rustavi 2, იმედის დილა, რადიო უცნობი.

იხილეთ ღონისძიების ფოტოგალერეა: