საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები: ანა ბაქრაძე და ჯილდა ბერიძე სექტემბრის დასაწყისში გაემგზავრნენ ჩეხეთში - მასარიკის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით. ისინი ერთი სემესტრი ისწავლიან მასარიკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლასა და მასარიკის უნივერსიტეტს შორის 2014 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც სხვადასხვა სამეცნიერო- საგანმანათლებლო აქტივობებთან ერთად პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლით პროგრამებსაც გულისხმობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2014 – 2016 წლებში ჯიპას ლექტორებმა ლევან ნანობაშვილმა, ანა კოსტავამ და გიორგი ხატიძემ მასარიკის უნივერსიტეტში წაიკითხეს სხვადასხვა ლექციათა კურსები. მასარიკის უნივერსიტეტი წამყვანი და სიდიდით მეორე უნივერსიტეტია ჩეხეთის რესპუბლიკაში. ის დაარსდა 1919 წელს და ამჟამად უნივერსიტეტში სწავლობს 35000 სტუდენტი.