GIPA-მ მორიგი პარტნიორობა დაამყარა კენესოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომელიც მდებარეობს აშშ-ს ჯორჯიის შტატში.
აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატში, მხარეებმა შეიმუშავეს გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაემგზავრონ აშშ-ში ერთი სემესტრის სრულად გასავლელად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ GIPA-ს სტუდენტებს არ მოუწევთ კენესოში სწავლის საფასურის გადახდა.
სტუდენტთა გაცვლის შეთანხმების მიხედვით, GIPA ასევე ელის სტუდენტებს ამერიკიდან.
კენესოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1963 წელს და დღეს დღეისობით ჰყავს დაახლოებით 35 000 სტუდენტი და 3000 აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.