30 მაისს ქალაქ ქუთაისში გაიმართა დასაქმების ფორუმი. აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი საჯარო და კერძო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. პროექტის კოორდინატორმა მონაწილეებს გააცნო პროექტის ძრითადი აქტივობები, რის შემდეგაც შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
ასევე, ფორუმზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში შეძენილი უახლესი ტექნიკური აღჭურვილობა. რომელიც მონაწილეებს გააცნო პროფესიული პროგრამა “შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების” სტუდენტმა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გამოეცადათ სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები.