ოთხშაბათს, 17 დეკემბერს, 19:00 საათზე, GIPA-ს ფრონტლაინ კლუბში სტუდენტებს მოწვეული სტუმარი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემაა საქართველოს ეკონომიკა და მისი გამოწვევები დღეს.
საუბარი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები და ეკონომიკის განვითარების სხვადასვხა თანამედროვე მოდელები.
გიორგი ქადაგიძე წლების განმავლობაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურებს ხელმძღვანელობდა. 2009 წლის თებერვლიდან კი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე და ბანკის პრეზიდენტია. ის ჩვენი კურსდამთავრებულია: სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, 2004 წლის გამოშვება.