სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, ვისაც მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების რომელიმე ქვედარგში, ან ფლობს მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს. გამონაკლისი დაიშვება სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლევის გამოცდილების და შესაბამისი კვალიფიკაციის შეფასების მიხედვით.
სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველი ადმინისტრაციასთან წარმოადგენს შემდეგ საბუთებს:
- შევსებულ სააპლიკაციო ფორმას
- პროფესიულ ბიოგრაფიას (CV)
- აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლს, (სავალდებულოა სამაგისტრო დიპლომი გაცემული იყოს სოციალური მეცნიერებების დარგში, გამონაკლისია საჯარო მმართველობა), უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარების უფლებამოსილება აქვს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს)
- მაგისტრის დიპლომის დანართს
- პირადობის მოწმობის ასლს
- ერთ ფოტოსურათს 3X4 - ზე
- სადოქტორო კვლევის საკითხის აღწერას. (1000 სიტყვა)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ B 2 დონის საერთაშორისო სერტიფიკატს. (თუ ასეთი არ არსებობს, ჩააბარებს შიდა გამოცდას ინგლისურ ენაში) ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების ვალებულებისგან თავისუფლდებიან კანდიდატები, ვისაც ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა აქვთ დამთავრებული საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.
- დოქტორანტობის კანდიდატი, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, წარმოადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ჩააბარებს გამოცდას ქართულ ენაში.
კანდიდატები პროგრამაში ჩაირიცხებიან გასაუბრების საფუძველზე დარგობრივ კომისიასთან,
გასაუბრებისას მხედველობაში მიიღება:
ა) შერჩეული საკვლევი საკითხის აქტუალობა და სამეცნიერო სიახლე
ბ) გამოქვეყნებული ან დასაბეჭდად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
გ) სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
დ) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივობები
საბუთების მიღება
საბუთების მიღება მიმდინარეობს 2018 წლის 1 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში
მის: იეთიმ გურჯის ქ #9, სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ნათია ჭიღვარია
ელ. ფოსტა: n.tchigvaria@gipa.ge
მობ.: +995 595 65 95 56
შენიშვნა : იმ შემთხვევაში თუ თქვენ მაგისტრატურა დამთავრებული გაქვთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან ერთად, უნდა წარმოადგინოთ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.