გრძელდება საქართველოს რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული - "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ".
19 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, გაიმართა ქალბატონი მზექალა შანიძის ლექცია "ქართული ენის ისტორია და მისი ადგილი ქართულ საზოგადოებაში".
ასევე, დარბაზში წარმოდგენილი იყო GIPA-ს აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების სტუდენტების გაკეთებული პოსტერები, რომლებიც დამზადდა საქართველოს რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პოსტერების კონკურსის ფარგლებში, რომელიც მერიისა და ტრიკოლორის მხარდაჭერით ჩატარდა. შერჩეული 100 საუკეთესო პოსტერი, 26 მაისს, საზეიმოდ გამოიფინა.აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული 100 პოსტერიდან, 26 GIPA-ს 13 სტუდენტს ეკუთვნის.