გიორგი ოთხმეზურის ლექცია

19 ივლისი

გრძელდება საქართველოს რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული - "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ".

18 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა გიორგი ოთხმეზურის ლექცია "ქართული სახელმწიფოებრიობა".

ასევე, დარბაზში წარმოდგენილი იყო GIPA-ს აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების სტუდენტების გაკეთებული პოსტერები, რომლებიც დამზადდა საქართველოს რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პოსტერების კონკურსის ფარგლებში, რომელიც მერიისა და ტრიკოლორის მხარდაჭერით ჩატარდა. შერჩეული 100 საუკეთესო პოსტერი, 26 მაისს, საზეიმოდ გამოიფინა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული 100 პოსტერიდან, 26 GIPA-ს 13 სტუდენტს ეკუთვნის.