17 ივლისს 19:00 საათზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მიერ ორგანიზებული ღონისძიება „დატოვე შენი კვალი GIPA-ში“ გაიმართა. საღამოს ესწრებოდნენ GIPA-ს ლექტორები, ყოფილი და აქტიური სტუდენტები და ის კურსდამთავრებულები, რომლებიც დღეს წარმატებული სტარტაპერები არიან.
„დატოვე შენი კვალი GIPA-ში“ - ღონისძიება მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის გულშემატკივრების გაერთიანებას ისეთი საერთო საქმისთვის, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნას.
აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძებით საფუძველი ჩაეყარა ტრადიციას, რომლის მიხედვითაც GIPA-ს კურსდამთავრებულებმა ყოველწლიურად უნდა შემატონ რაიმე საჭირო ინვენტარი ან ნივთი უნივერსიტეტის კედლებს და ამით დატოვებენ საკუთარ კვალი GIPA-ში.
„ღონისძიების იდეა და კონცეფცია - დატოვე შენი კვალი ჯიპაში არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომელსაც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი სტუდენტი აიტაცებს და განახორციელებს. GIPA ყველასთვის საყვარელი ადგილია და ის კიდევ უფრო სასურველი გახდება როგორც სტუდენტებისთვის, ისე ლექტორებისთვის“. -აღნიშნა მაკა ყუბუსიძემ, ივენთ მენეჯმენტის კურსის ხელმძღვანელმა და Georgian Events-ის დამფუძნებელმა.
მოწვეულ და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა ჯიპას ახალი კუთხე, პირველ სართულზე არსებულ სივრცეში. გადაეღო სამახსოვრო ფოტოები სპეციალურად მოწყობილ ფოტო-კუთხეში, შეხვედროდა საინტერესო ადამიანებს და გაეტარებინა სასიამოვნო დრო.
ღონისძებას მხარს უჭერდა მეღვინეობა „ხარება“; „ტკბილი ქვეყანა“; ქართული ნატურალური წვენების კომპანია „კულა“; ახალი, არაგაზირებული წყლის კომპანია „ჯეო ნატურა“; ივენთ კომპანიები „Georgian Events-ი“ და „მარმენიო“ . ფოტო/ვიდეო მომსახურება კი უზრუნველყო „Click studio-მ“.
იხილეთ ღონისძიების ფოტოგალერეა: