გიორგი კეკელიძის ლექცია

16 ივლისი, 2018

16 ივლისს საქართველოს რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული - "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ" გაიხსნა. კვირეული გახსნა გიორგი კეკელიძემ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ლექციით "მე-20 საუკუნის ადამიანები და მათი როლი ქვეყნის დამოუკიდებლობაში".

ასევე, დარბაზში წარმოდგენილი იყო GIPA-ს აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების სტუდენტების გაკეთებული პოსტერები, რომლებიც დამზადდა საქართველოს რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პოსტერების კონკურსის ფარგლებში, რომელიც მერიისა და ტრიკოლორის მხარდაჭერით ჩატარდა. შერჩეული 100 საუკეთესო პოსტერი, 26 მაისს, საზეიმოდ გამოიფინა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული 100 პოსტერიდან, 26 GIPA-ს 13 სტუდენტს ეკუთვნის.