4 დეკემბერს რადიო GIPA სტუდიას ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტებს დაუთმობს.
12:00 საათიდან საღამოს 7 საათამდე, საათში ერთხელ სტუდიაში ისაუბრებენ უფლება დამცველები, დამოუკიდებელი ექსპერტები, ჯიპას ლექტორები, თემაზე მომუშავე სტუდენტები.
სტუმრები ეთერის დასრულების შემდგომ საკუთარ საპროტესტო ლოზუნგს რადიოს სტუდიის ბანერზე გააკრავენ.
დღის ეთერის დასრულების შემდეგ ფრონტლაინში გაიმართება დისკუსია თემაზე "ხელისუფლების როლი ძალადობის პრევენციაში".
შეაჩერე ქალთა მიმართ ძალადობა!