4 დეკემბერს, 17 საათზე ჯიპაში (მარი ბროსეს 2) გაიმართება ალექსანდრე ესპიგარესის მასტერკლასი.
ალექსანდრე ესპიგარესი (ლუქსემბურგი) - ანიმაცია
ესპანური წარმოშობის ლუქსემბურგელი ანიმატორი და კინორეჟისორი. ანიმაციას სწავლობდა ლუქსემბურგის ხელოვნებისა და მხატვრული ხელოსნობის ტექნიკურ ლიცეუმში (Lycée Technique des Arts et Métiers). ლიცეუმის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ანიმაციურ ფილმებზე, როგორიცაა ”ბედნიერი ფეხი 2” (Happy Feet 2), ”რკინის კაცი 3” (Iron Man 3) და ”ტარზანი 3D” (Tarzan 3D). ანიმაციური ფილმისთვის ”ბატონი ჰუბლოტი” ალექსანდრე ესპიგარესი წელს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ნომინაციაში „ოსკარით“ დაჯილდოვდა.