17 ივნისს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებისთვის შრომის სამართალში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელსაც ორგანიზება ჯიპასთან ერთად მისმა მოწვეულმა ლექტორმა - ნინო ბორგვერაძემ გაუწია.
იმიტირებული პროცესის მასპინძელი საქართველოს უზენაესი სასამართლო გახლდათ.
აღნიშნული პროცესი შეეხებოდა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას. კერძოდ, მხარეებს შორის ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა ხელშეკრულების უხეში დარღვევის გამო. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელე მხარე მოითხოვდა ბრძანების ბათილად ცნობას განთავისუფლების შესახებ და დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენას, ხოლო მოპასუხე მხარეს უნდა დაემტკიცებინა, რომ ხელშეკრულება კანონიერო საფუძვლით იქნა შეწყვეტილი.
კურსი სასემინარო ჯგუფების მიხედვით დაყოფილი იყო მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებად, რომლებსაც ჰყავდათ მოწმეები და სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა 3 მოსამართლის სახით.
სასამართლო პროცესის გამართვამდე, მხარეებმა სასამართლოს წარუდგინეს სარჩელი და შესაგებელი თანდართული მტკიცებულებებით.
აღნიშნული დავა ერთ შემთხვევაში მოსარჩელეების სასიკეთოდ გადაწყდა, ხოლო მეორე შემთხვევაში მოპასუხეების, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეჯიბრობითობის პრინციპს ეყრდნობოდა.
სამართლისა და პოლიტიკის სკოლა მხარს უჭერს სტუდენტებში მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას და მადლობას უხდის ყველა მონაწილე მხარეს.