GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლა და მასარიკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი თანამშრომლობას იწყებენ.
2014 წლის 13 ნოემბერს მასარიკის უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტის დეკანმა ნადეჟდა როზეჰნალოვამ და GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა ბაკურ კვაშილავამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს GIPA-ს და მასარიკის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებს შორის აკადემიური ტანამშრომლობის დაწყებას.
მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლას, რითაც ხელს შეუწყობს მობილლურობას და გამოცდილების, ასევე საუკეთესო პრაქტიკების ორმხრივ გაცვლას. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე საერთო აკადემიური და კვლევითი პროექტების შემუშავებას.
მასარიკის უნივერსიტეტი წამყვანი და სიდიდით მეორე უნივერსიტეტია ჩეხეთის რესპუბლიკაში. ის დაარსდა 1919 წელს და ამჟამად უნივერსიტეტში სწავლობს 35000 სტუდენტი.