2018 წლის 1 მარტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის (NAHP) სამეთვალყურეო ჯგუფის რიგით 30-ე შეხვედრა. შეხვედრა მიზნად ისახავდა ინფორმაციის მიღებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი მანდატის შესახებ, რაც უკავშირდება ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნულ პროგრამას, ასევე ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ვეტერინარული სერვისების საქმიანობის ინსტრუმენტების და ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის მონიტორინგის განხილვას. შეხვედრას თავმჯდომარეობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე - ნოდარ კერესელიძე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხზე: "ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ვეტერინარული სერვისების საქმიანობის ინსტრუმენტები, ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის მონიტორინგის განხორციელება და სამუშაო ჯგუფის შექმნა”. აღნიშნული საკითხი წარმოადგინეს ქალბატონი დები რეინოლდსმა (CSU) და ლაშა ავალიანმა (NFA). ლაშა ავალიანმა ასევე გააცნო სამეთვალყურეო ჯგუფის წევრებს საქართველოში დაავადება თურქულის რისკებზე დაფუძნებული სტრატეგიული გეგმა, რომელსაც სამეთვალყურეო ჯგუფის კოორდინატორი გადაუგზავნის ჯგუფის წევრებს კომენტარების გასაკეთებლად.