ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით უნიკალური და აღსანიშნავი სოციალური პროექტია, GIPA Media LAB , რომელსაც ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს ეთნიკური თემების ახალგაზრდების მულტიმედიური უნარ-ჩვევებით აღჭურვას
საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირების მიზნით. პროექტის წამყვანი ტრენერები არიან აკადემიური პერსონალი, მოწვეული ლექტორები, ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამის სომეხი, აზერბაიჯანელი სტუდენტები და კურსდამთავრებულები. უნდა აღინიშნოს, რომ მულტიეთნიკურ რეგიონში მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების/სტუდენტების ჩართულობა უზრუნველყოფს კომუნიკაციის მზაობას, ჭრის ენობრივი ბარიერის პრობლემას, აახლოვებს და აერთიანებს ახალგაზრდებს, ერთი იდეის, უკეთესი მომვალის შექმნის გარშემო, კავკასიის რეგიონის განვითარების პერსპექტივით.
პროექტი ორიენტირებულია შემდეგი პროდუქტების შექმნაზე: ამბის თხრობა მულტიმედიურ ფორმატში, ფოტო, აუდიო, ვიდეო რეპორტაჟი, რედაქტირება, ვებ ტექნოლოგიების საფუძვლები, სოციალური კამპანიები, პროექტის მენეჯმენტი, ბიუჯეტის შედგენა, მეწარმეობა.