3-9 ივნისს GIPA-ს ჟურნალისტიკის სკოლის სტუდენტებმა საერთაშორისო რადიო პროექტში Europe on Air 2018 მიიღეს მონაწილეობა.
პროექტს მადრიდის წმინდა პავლეს უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
Europe on Air 2018-ის მონაწილეებმა შერეულ, მულტიეროვნულ ჯგუფებში იმუშავეს და რადიო სიუჟეტები პრადოს მუზეუმში გამოფენილი რამდენიმე ცნობილი ნამუშევარის მიხედვით შექმნეს. გოიას, ელ გრეკოს, მურილიოს და რიბერას ნახატების ინსპირაციით სიუჟეტები ესპანეთისათვის მწვავე, სხვადასხვა სოციალურ საკითხზე მომზადა. ოთხი ქვეყნის სტუდენტების მიერ მომზადებული გადაცემა ადგილობრივი რადიოს ეთერით გადაიცა.
GIPA ბელგიის, ავსტრიის, ესპანეთის და ბულგარეთის უნივერსიტეტებთან ერთად უკვე მეოთხე წელია მონაწილეობას იღებს Europe On Air-ში. რადიო პროექტის მიზანია ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და დასავლური ჟურნალისტური სტანდარტების გაღრმავება. პროექტს ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანა და უნივერსიტეტი მასპინძლობს. ყოველწლიურად იცვლება თემაც, რომელზეც სტუდეტები ერთი კვირის განმავლობაში მუშაობენ და რადიო გადაცემას ამზადებენ.
აღსანიშნავია, რომ Europe On Air 2019 თბილისში გაიმართება და მას GIPA უმასპინძლებს.