ჩვენი სტუდენტის წარმატება

07 ივნისი, 2018
7 მაისს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში გამოცხადებული ბლოგერების  კონკურსის თემაზე:”ვირჩევ ევროკავშირს“! გამარჯვებული გახდა ჩვენი მე-3-ე კურსის სტუდენტი მარიამ პირველი.
 
კონკურსის პირველი ეტაპი 20 მაისს დასრულდა და მეორე ეტაპისთვის 5 საუკეთესო კონკურსანტი  შეირჩა! 
მეორე ტურში კონკურსანტების ნამუშევრები სოციალურ ქსელში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ფეისბუკ გვერდზე აიტვირთა და გამარჯვებული მკითხველთა მოწონების მიხედვით გამოვლინდა

„ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასმა, რომ ჩვენ, ახალგაზრდები ვირჩევთ ევროკავშირს და ევროპული ოჯახის წევრობა გვსურს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, რომელმაც საშუალება მოგვცა ხმამაღლა გვეთქვა: არა მავთულხლართებს, არა რუსულ ოკუპაციას , წინ ევროპული მომავლისკენ“- განაცხადა მარიამ პირველმა.

პროექტის ფარგლებში მარიამ პირველი 14-15 ივნისს, ბათუმის მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“ გაემგზავრება.

 
ვულოცავთ მარიამს და ვუსურვებთ წარმატებებს!