Google-ს მიერ ორგანიზებული კონკურსის პრეზენტაცია

22 ნოემბერი, 2014

25 ნოემბერს გეპატიჟებით Google-ს მიერ ორგანიზებული კონკურსის პრეზენტაციაზე. შეხვედრაზე საუბარი იქნება Google-ს კონკურსის პირობებზე და მასში ქართველი სტუდენტების მონაწილების მიღების შესაძლებლობებზე. 

დასაწყისი: 
18.00

მისამართი: 
ფრონტლაინ კლუბი საქართველო (Frontline Club Georgia)
ლადო ასათიანის ქ. #62

Google Online Marketing Challenge წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას სტუდენტებოსათვის. ამ კონკურსის ფარგლებში სტუდენტებს შეეძლებათ, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე აწარმოონ ონლაინ მარკეტინგული კამპანია Google AdWords-ისა და Google+ გამოყენებით. 

ბოლო 7 წლის განმავლობაში ამ კონკურსში 80,000 მეტი სტუდენტი და ამ სტუდენტების პროფესორმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეები მსოფლიოს თითქმის 100 ქვეყნის წარმომადგენლები არიან.

კონკურსის მონაწილეებს Google გადასცემს $ 250, AdWords-ის სარეკლამო ბიუჯეტის სახით. კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა უნდა შეიმუშავონ და აწარმოონ ონლაინ სარეკლამო კამპანია ბიზნეს ან არაკომერციული ორგანიზაციისათვის, სამი კვირის განმავლობაში. ონლაინ კომუნიკაციის ყველაზე წარმატებული კამპანიები დაჯილდოვდება სხვადახვა პრიზებით, მათ შორის გამარჯვებული გუნდებისათვის გათვალისწინებულია ვიზიტები Google-ის ოფისებში. 

კონკურსში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს სამიდან ექვსი საბაკალავრო ან სამაგისტრო კურსის სტუდენტისაგან. დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: http://www.google.com/onlinechallenge/